ახალი ამბები

წულუკიან

12 ოქტომბერი, 2012 • • 1093
წულუკიან

“ჩემი პირველი ვიზიტი იუსტიციის მინისტრის რანგში იქნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  ერთადერთი მიზნით, რომ იუსტიციის სამინისტრომ  განტვირთოს სტრასბურგის სასამართლო ქართული საქმეებისგან. ამას ექნება ორი შედეგი: პირველი ის, რომ ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოში კულტურას, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებები გვარდება ქვეყნის შიგნით. ადამიანს, მითუმეტეს პატიმრის გაჭირვებულ დედას, ცოლს და ხვა ოჯახის წევრს, არ უნდა უწევდეს რკინის ქალაქმნების ჩაცმა და სადღაც სიარული   და 5–6 წელი ცდა იმისათის, რომ რაღაცას მიაღწიოს.

მეორე მიზანია ის, რომ როცა ჩვენ ამას მოვახერხებთ, სტრასბურგის სასამართლოში ჩივილი არ იქნება უპერსპექტივო. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენც, ექნება რაღაც რაოდენობა საქმეებისა, რომელიც რაც არ უნდა ვეცადოთ, ვერ მოვაგვარებთ იმიტომ, რომ დაზარალებულს ენდომება უფრო მეტი, ან ჩვენ შეგვეშლება რაღაც. ის კულტურაც უნდა დავამკვიდროთ, რომ არავის არ ეგონოს მინსიტრი არის ღმერთი და შეუცდომელი. მთავარია, მას ესმოდეს, რომ არ არის შეუცდომელი”, – განაცხადა იუსტიციის მინსიტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დღეს, 12 ოქტომბერს, for.ge-ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან გამართული შეხვერისას.  

წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ევოპულ სასამართლოში საქართველოდან 2 ათასამდე საფუძვლიანი საქმეა შესული, იქ კი ამ საქმეებს განიხილავს მხოლოდ 2–3 იურისტი და ერთ მოსამართლე. მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი ტვირთი და როცა იუსტიციის სამინსიტრო მორიგების გზით ამ საქმეებს განვტვირთავს, მაშინ სტასბურგის სასამართლოც უფრო სწრაფად განიხილავს დარჩენილ საქმეებს.

“ჩვენ ასევე ეუნდა დავნერგოთ იუსტიციის სამინსიტროს მეგობრული დამოკიდებულება. ადეიშვილის დროს იუსტიციის სამინისტრო ისეთ საქმეებზეც კი, სადაც ცალსახად ჩანს დარღვევა,  როგორიც არის გირგვლიანის საქმე, აგზავნიდა მოსაზრებებსა და განმარტებებს. როცა დარღვევა ცალსახაა, სახელმწიფომ უნდა აღიაროს და შემდეგ გამოასწოროს ეს ყველაფერი. მაგალითად, თუ პატიმარი გარდაცვლილია – დასაჯოს დამნაშავე და საჭიროების შემთხვევაში კომპენსაცია მისცეს ოჯახს,  ასევე, თუ საქმე ავადმყოფ პატიმარს ეხება, წავიდეს მორიგებაზე, გამოიყვანოს ციხიდან და უმკურნალოს”, – მიიჩნევს თეა წულუკიანი. ის ჟურნალისტთა შეკითხვებს დღეს დაახლოებით 30 წუთის მანძილზე პასუხობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი