ახალი ამბები

ლკლკჯლკ

12 ოქტომბერი, 2012 • • 1021
ლკლკჯლკ

„თუ იქნება სახელმწიფოს მხარდაჭერა, აშენდება. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ბიზნესის განხორციელება რთული იქნება. მე მგონია, რომ „ტრამპ თაუერი” იქნება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ბიზნესს მხარს დაუჭერს”, – განუცხადა გიორგი რამიშვილმა “ნეტგაზეთს”.

 

დღეს კი „სილქ როუდ გრუპი“ „ტრამპ თაუერის“ მშებენლობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება:

 

„უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები მოიხსენიებენ ბათუმის “ტრამპ თაუერის” პროექტს იმ კონკრეტული სამთავრობო პროექტების რიგში, რომლებიც შესაძლოა აღარ განხორციელდეს ახალი მთავრობის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „სილქ როუდ გრუპის“ ხელმძღვანელობას სურს განაცხადოს: ბათუმის „ტრამპ თაუერი“ წარმოადგენს არა სახელმწიფო, არამედ კერძო პროექტს, რომელსაც ახორციელებს კომპანია „სილქ როუდ გრუპი“ დონალდ ტრამპთან გაფორმებული სალინცეზიო ხელშეკრულების საფუძველზე.”

 

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუმის „ტრამპ თაუერის“ პროექტი  არასწორ კონტექსტში ახსენეს:

 

„ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ამ კერძო პროექტის გაიგივებამ ხელისუფლების კონკრეტულ პროექტებთან, რომლებიც აღარ დაფინანსდება ახალი მთავრობის მიერ, შესაძლოა ერთის მხრივ, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და მეორეს მხრივ, გარკვეული ზიანი მიაყენოს ტრამპ თაუერის პროექტს.“

 

კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის „ტრამპ თაუერის“ პროექტის გენერალური გეგმა და ესკიზი დასრულებულია, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ე.წ. „Model House“,  რომელიც შემუშავდება კომერციული პროექტირების საფუძველზე.

 

ბათუმში 47–სართულიანი „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს, პროექტის ღირებულება 250 მილიონი ლოლარია.

 

უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი „ტრამპ თაუერის“ მფლობელი ან დეველოპერი არ არის.

 

ბათუმის „ტრამპ თაუერის“  პროექტის მესაკუთრე და დეველოპერი „სილ ქროუდ ჯგუფია“. ამ კომპოანიას აქვს ბიზნეს ინტერესები საქართველოში ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში. 

 

2012 წლის აპრილში, ბათუმში “ტრამ თაუერის” პროექტის პრეზენტაციას, თავად დონალდ ტრამპი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლები და “სილქროუდ ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი ესწრებოდა.

გიორგი რამიშვილი
გიორგი რამიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი