ფოტო: sputnik

“ქართული აგრესიის მსხვერპლთა” მემორიალი ახალგორში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ინიციატივითა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური საინვესტიციო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით,ახალგორის რაიონში [ან როგორც მას ოსური მხარე უწოდებს -ლენინგორში] “ქართული აგრესიის მსხვერპლთა” მონუმენტი დადგეს.

მონუმენტი, როგორც ახალგორის/ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, ალანელ და ოს მებრძოლებს ასახავს.

“ამჟამად კეთილმოწყობის სამშაოებია დაწყებული ძეგლის გარშემო. მემორიალი ოსი მხატვრის, ფელიქს ბეგაევის პროექტით შეიქმნა”, – ამბობს რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ალექსეი ბოსიკოვი.

მისი თქმით, რაიონში აუცილებლად უნდა დაედგათ მსგავსი ძეგლი, ვინაიდან, მისი განცხადებით, “ქართული 20-წლიანი აგრესია ყველაზე მეტად სწორედ ამ რაიონზე აისახა”.
თბილისმა ახალგორის რაიონზე კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. ამჟამად ახალგორის მოსახლეობა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სპეციალური საშვებით გადაადგილდება.

 

ფოტო: sputnik

ფოტო: sputnik

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი