ახალი ამბები

ნობელის პრემია ევროკავშირს გადაეცა

12 ოქტომბერი, 2012 • 1348
ნობელის პრემია ევროკავშირს გადაეცა

როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ევროკავშირის არსებობა საწინდარია იმისა, რომ ევროპა “ომის” კონტინენტიდან  “მშვიდობის” კონტინენტად გადაიქცა:

“ევროკავშირი სრულებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნების საფუძველზეც, ალფრედ ნობელის ანდერძის მიხედვით, მშვიდობის პრემია უნდა გაიცეს”, – აღნიშნულია ვებგვერდზე.

ალფრედ ნობელის სახელობის პრემია 1901 წლიდან გაიცემა, პრიზი დიპლომის, მედლის და ფულადი პრემიისგან შედგება. პრემია წელს მშვიდობის გარდა უკვე გადაეცათ ლაურეატებს ლიტერატურის, მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის დარგში, 15 ოქტომბერს 2012 წლის ნობელის პრემიის ბოლო მფლობელი ეკონომიკის დარგში გამოვლინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი