ახალი ამბები

ზღულაძე: ღარიბაშვილთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ამ სამინისტროს როლი ძალიან დიდია

12 ოქტომბერი, 2012 • • 1168
ზღულაძე: ღარიბაშვილთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ამ სამინისტროს როლი ძალიან დიდია

“ამ სამინისტროში გარკვეული იერარქია არსებობს და ის, რომ ჩვენ შევხვდით არა სამინისტროში, არამედ სხვაგან, ეს გარკვეული კეთილგანწყობის გამოხატულებაზე მიანიშნებს”.

 

ეკა ზღულაძის განმარტებით,  შეხვედრა იყო ძალიან  შინაარსიანი და  დეტალური საუბარი გაიმართა. 

 

“განვიხილეთ სამინისტროს სტრუქტურა, ბიუჯეტი და ის პრობლემები, რომლებზეც კიდევ სამუშაო იქნება. შეხვედრისას შევთანხმდით უმნიშვნელოვანესზე, რომ ამ სამინისტროს როლი ძალიან დიდია, პირველ რიგში, ვგულისხმობ საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილისგან მივიღე პასუხი, რომ სამინისტრო იგივე პოლიტიკას გაატარებს, რაც აქამდე იყო ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით”.

 

შეგახსენებთ, რომ გაცნობითი სახის შეხვედრა ეკა ზღულაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში 12 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა აღნიშნული შეხვედრა თბილისი მარიოტში შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი