ახალი ამბები

იტალიის სასტუმროში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ

19 იანვარი, 2017 • 3496
იტალიის სასტუმროში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ

ინტენსიური თოვისა და მიწისძვრის შემდეგ იტალიის სამთო კურორტზე ჩამოწოლილმა ზვავმა 19 იანვარს სასტუმროს ბინადრები იმსხვერპლა.

BBC–ის ცნობით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ სასტუმრო “რიგოპიანომდე” მიღწევას, რომელიც კურორტ გრან სასოში მდებარეობს.

“ბევრია დაღუპული”, – ამბობს ანტონიო კროკეტა, სამთო მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სასტუმროში 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ზვავის დროს. სასტუმროს სახურავი ნაწილობრივ ჩამოშლილია, ხოლო მაშველები სასტუმროს მახლობლად მდებარე დასახლების, ფარინდოლას მცხოვრებლებმა გამოიძახეს.

აბრუცოს რეგიონში, სადაც სასტუმრო მდებარეობს, 4 ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც თან ახლდა განმეორებითი რყევები. მიწისძვრის წინ კი აბრუცოს, მარკესა და ლაციოს რეგიონებში დიდი რაოდენობით თოვლი მოვიდა, რის გამოც არაერთი სოფელი და დასახლება მოწყვიტა გარესამყაროს. სამაშველო სამსახურები 17 იანვარს მუშაობდნენ გზების გასაწმენდად.

უკვე ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთს ეძებენ.

გასული წლის ოქტომბერში იტალიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ცენტრალური იტალიის დასახლებები დააზიანა და 300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტალიაში, აბრუცოს რეგიონში ზვავში მოყოლილი სასტუმრო. 19.01.2017 ფოტო: EPA/ITALIAN MOUNTAIN RESCUE HANDOUT

იტალიაში, აბრუცოს რეგიონში ზვავში მოყოლილი სასტუმრო. 19.01.2017 ფოტო: EPA/ITALIAN MOUNTAIN RESCUE HANDOUT

მასალების გადაბეჭდვის წესი