ახალი ამბები

სააკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიწვიეს

12 ოქტომბერი, 2012 • • 1129
სააკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიწვიეს

“მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა, რომ იმის გამო, როგორც ჩატარდა ეს არჩევნები, ჩვენ ყველას გვაქვს ისტორიული შანსი, სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატოში ინტეგრაციის კუთხით. დეკემბერში გაიმართება ნატოს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნებ მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები და ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვმართებს ერთად მუშაობა, მათ შორის არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან და მე ამის შესახებ ვუთხარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. მე, როგორც პრეზიდენტი, ჩემი ერთი წლის საპრეზიდენტო ვადაში მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმ პირობებში, როცა ეს არჩევნები ყველამ აღიარა დემოკრატიის ნიმუშად.”

 

სააკაშვილის თქმითვე, ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრობლემები დამპყრობელთან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის გამო აქვს, ახალ კოალიციას აღარ დრჩება და გაეფანტება.

 

“პრობლემა არის ფუნდამენტური, ვიღაცისთის ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა.  საქართველოს დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად, როგორც არასდროს, საჭიროა ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება. ამ კურსს არ აქვს არანაირი ალტერნატივა, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში და ვინც არ უნდა იჯდეს პრეზიდენტის სასახლეში”. – განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ სააკაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი