ახალი ამბები

სააკაშვილს რასმუსენი ესაუბრა

12 ოქტომბერი, 2012 • 957
სააკაშვილს რასმუსენი ესაუბრა

მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა  საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის  მხარდაჭერა.

 

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა. საუბრის დასასრულს ანდერს ფოგ რასმუსენმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულებისას ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.

 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინვე მიუსამძიმრა ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულებისას დაღუპული კაპრალის – მინდია აბაშიძის ოჯახს. მინდია აბაშიძე სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010-11 წლებშიც მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი