ახალი ამბები

გათავისუფლებული პედაგოგები ივანიშვილს ოცნების ასრულებას სთხოვენ

12 ოქტომბერი, 2012 • 1061
გათავისუფლებული პედაგოგები ივანიშვილს ოცნების ასრულებას სთხოვენ

 

“ბატონო ბიძინა, როდესაც თქვენი ხელისუფლებაში მობრძანებით საზოგადოებას ოცნება აუსრულეთ, გთხოვთ, ჩვენც აგვისრულოთ ეს ოცნება და მინისტრად ალექსანდრე შალამბერიძე დანიშნოთ,” – აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე, ლია ნიკოლაიშვილი. 

 

ასოციაციაში 600 -მდე პედაგოგი ირიცხება და მასში უმეტესად ბოლო წლებში სკოლებიდან დათხოვნილი პედაგოგოგები არიან გაწევრიანებული. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ალექსანდრე შალამბერიძე იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ამ წლების მანძილზე სკოლებიდან დათხოვნილი მასწავლებლების უფლებებს იცავდა.

 

“როდესაც ჩვენ 2009 წლიდან პედაგოგთა დევნის მსხვრეპლი გავხდით, მასთან ერთად დავდიოდით რეგიონებში. ის ადვოკატირებას უწევდა მასწავლებლებს პირველ ინსტიაციაში და მოგებულიც აქვს ორი პროცესი. ის კარგად იცნობს განათლების სისტემას და ვფიქრობთ, ის ამ სფეროს მწყობრში ჩააყენებს,”- აცხადებს ნიკოლაიშვილი.

 

პედაგოგები სთხოვენ ივანიშვილს, რომელსაც დღესვე წერილობით მიმართავენ, შეხვდეს ალექსანდრე შალამბერიძეს და კონკრეტულად მისგან მოისმინონ მისი ხედვები. 

 

გარდა ამისა, მშობელთა და პედაგოგთა ასოციაცია ივანიშვილსგან დათხოვილი პედაგოგების სკოლებში დაბრუნებას, სკოლების ოპტიმიზაციის შეწყვეტას, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას, პედაგოგთა ხელფასების გაზრდას, სკოლებში რუსული სექტორის აღდგენასა და მანდატურის სამსახურის გაუქმებას ითხოვენ. 

 

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის პოსტი, ჯერჯერობით, ვაკანტურია და განათლების საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები და ექსპერტები ბიძინა ივანიშვილთან შეხვდრის სურვილს გამოთქვამენ. მათი აზრით, სასურველია ივანიშვილმა მათგან მოისმინოს ის კრიტერიუმები, რომლითაც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა განათლების მომავალი მინისტრი უნდა შეარჩიოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი