ახალი ამბები

ნარმანია: ბაღების სააგენტოს ფინანსურს საქმიანობას ვსწავლობ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას

18 იანვარი, 2017 • 6087
ნარმანია: ბაღების სააგენტოს ფინანსურს საქმიანობას ვსწავლობ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ იგი სწავლობს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს საფინანსო საქმიანობას, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას.

“ჩვენ თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როცა ბაღების თანამშრომლებს ჰქონდათ დაბალი ხელფასი, შეძლებისდაგავარად გავზარდეთ მათი შრომის ანაზღაურების მოცულობა. წელს, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით ოპტიმიზაცია ტარდება, ოპტიმიზაცია ერთნაირად უნდა შეეხოს, როგორც სააგენტოს მენეჯმენტს, ასევე, სხვა დასაქმებულ ადამიანებს. ამაზე თბილისის მერიამ გარკევული პოლიტიკა უკვე გაატარა და მომავალშიც გაგრძელდება ამაზე მუშაობა. ჩემი ბრძანებით ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს, ასე რომ, ორ კვირაში მექნება შესწავლილი შედეგები, რომლის შემდეგ მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღეს, 18 იანვარს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს თანაშრომლების ხელფასი 4-ჯერ აღემატება ბაგა-ბაღების აღმზრდელების ხელფასს.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ დაადასტურა, რომ მისი თანამდებობრივი სარგო 5750 ლარს შეადგენს.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელფასები – 2017
Create bar charts

მასალების გადაბეჭდვის წესი