ახალი ამბები

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტომ ცივ ომზე დოკუმენტები ონლაინ გამოაქვეყნა

18 იანვარი, 2017 • 1697
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტომ ცივ ომზე დოკუმენტები ონლაინ გამოაქვეყნა

CNN-ის ცნობით, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) 13 მილიონი დეკლასიფიცირებული დოკუმენტი ონლაინ გამოაქვეყნა. მანამდე ეს დოკუმენტები მერილენდში მდებარე ეროვნულ არქივის 4 კომპიუტერში იყო დაცული.

გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა უფრო ნათელი გახადა სააგენტოს საქმიანობა ვიეტნამის, კორეის და ცივი ომის დროს.

“ისტორიულად მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა გეოგრაფიული ბარიერებით დიდი ხანია შეზღუდული აღარაა”,- ნათქვამია სააგენტოს საინფორმაციო მენეჯმენტის დირექტორის, ჯოზეფ ლამბერტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ოქტომბერში სააგენტო იმედოვნებდა, რომ არქივების გამოქვეყნება 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად დოკუმენტები დაგეგმილზე ადრე განთავსდა ონლაინ.

გამოქვეყნებული დოკუმენტები, სააგენტოს თითქმის, მთელ ისტორიას ეხება, მისი დაარსებიდან 90-იანი წლების ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი