ახალი ამბები

არჩევნებიდან მალევე ჩატარებულ კვლევაში 35-მა პროცენტმა ვერ დაასახელა მისი ოლქის მაჟორიტარი

18 იანვარი, 2017 • 1267
არჩევნებიდან მალევე ჩატარებულ კვლევაში 35-მა პროცენტმა ვერ დაასახელა მისი ოლქის მაჟორიტარი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე ჩატარებულ გამოკითხვაში 35-მა პროცენტმა ვერ დაასახელა იმ ოლქის მაჟორიტარი, რომელშიც თვითონ ცხოვრობს. საუბარია NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე.

Screen Shot 2017-01-18 at 11.28.43 AM

ზემოთ მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებაში მოცემულია მხოლოდ იმ ადამიანების მიერ გაცემული პასუხები, რომლებმაც თქვეს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში ან მეორე ტურებში მონაწილეობა მიიღეს.

 კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი