ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 73% პარტიების და კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით იღებდა

18 იანვარი, 2017 • 2204
NDI: გამოკითხულთა 73% პარტიების და კანდიდატების  შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით იღებდა

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36 პროცენტს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე/მეორე ტურამდე პარტიების კანდიდატები ან მათი წარმომადგენლები საერთოდ არ დაკავშირებიან, ხოლო 31 პროცენტი აცხადებს, რომ მათ უბანში/ეზოში მისულები იყვნენ.

ndi

ვისაც დაუკავშირდნენ, მათი  49 პროცენტი ამბობს, რომ მათ კანდიდატის წარმომადგენელი დაუკავშირდათ, 29 პროცენტი ამბობს, რომ კანდიდატი დაუკავშირდათ, ხოლო 19 პროცენტის განცხადებით, ორივე მათგანი.

კვლევის თანახმად, პარტიებისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზია გამოკითხულთა 73 პროცენტისთვის იყო, 6-6 პროცენტისთვის ინტერნეტი და მეზობლები/მეგობრები, ხოლო 5 პროცენტი ამბობს, რომ მთავარი წყარო ბუკლეტები, ბროშურები და ბანერები იყო.

NDI მედია

გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი