ახალი ამბები

ანონსი – 18 იანვარი

18 იანვარი, 2017 • 2142
ანონსი – 18 იანვარი

10:30 საათზე,  სასტუმრო „რუმს ჰოტელში“  NDI მედიას კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს

11:00 საათზე საია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემისმიზნით განცხადებას წარადგენს და შემდეგი ინფორმაციის გაცემას მოითხოვს: საქართველოსგავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცლოდ გაზპრომთან გაფორმებული იმ ხელშეკრულების(შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა; 2017 წლის1 იანვრიდან, საქართველოსგავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულებისგაფორმების მიზნით, გაზპრომთან წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი; 2017 წლის1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალიხელშეკრულების თაოაბზე, გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების ასლი.

11:00-ზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება. თემა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მიმდინარე და სამომავლო რეფორმები. მის: ჯანდაცვის სამინისტრო-წერეთლის გამზ. 144

11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის„რესპუბლიკელები“ წევრები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. მის: თავისუფლების N2

16:00 საათზე,  დიდუბე პლაზას საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“მონაწილე სკოლების მოსწავლეების საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა და განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: წერეთლის გამზირი # 116, IV სართული

 

მასალების გადაბეჭდვის წესი