ახალი ამბები

“სეტანტამ” საქართველოში ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

17 იანვარი, 2017 • 5381
“სეტანტამ” საქართველოში ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) გადაწყვეტილებით, შპს „სეტანტა სპორტმა“ კერძო სპეციალიზებულ (სპორტი) ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა.

GNCC-ის ცნობით, კომპანია საზოგადოებას ორ სატელევიზიო არხს შესთავაზებს და ბრენდული სახელწოდებებით „Setanta sports“ და „Setanta sports +“ მაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის თებერვლიდან გეგმავს.

“კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის გამოყენებით და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელების საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. შპს „სეტანტა ჯორჯია“   დღე-ღამეში 18 საათი იმაუწყებლებს და მისი კონტენტი მომხმარებლისთვის ფასიანი იქნება”, – ნათქვამია კომისიის პრესრელიზში.

სეტანტას რეტრანსლირებას  რამდენიმე საკაბელო კომპანია აქამდეც ახორციელებდა, თუმცა ახლა მათ საქართველოში მაუწყებლობის უფლება მოპოვეს, რაც GNCC-ის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან მაუწყბელობა ქართულ ენაზე ექნებათ. ამავდროულად, იქნება ხმოვანი ბილიკიც და მომხმარებელს ენის არჩევა (ქართული, ინგლისური ან რუსული) თავად შეეძლება. სეტანტა სპორტული არხია, რომელიც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, მათ შორის იტალიის სერია ა-ს ტრანსლაციას ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი