ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართება

17 იანვარი, 2017 • 3471
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ცნობით, საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრებს 21 იანვრიდან გამართავს.

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა. კომისიის პირველი სხდომა 2016 წლის 24 დეკემბერს გაიმართა.

21 იანვარი (11:00-დან 18:00 საათამდე) – ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა;

23 იანვარი (11:00-დან 17:00 საათამდე) – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა;

27 იანვარი (13:00-დან 19:00 საათამდე) – საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა;

28 იანვარი (11:00-დან 18:00 საათამდე) – საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა.

 

სხდომები გაიმართება თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში (რუსთაველის გამზ. 8, B კორპუსი, მე-2 სართული, ბიუროს სხდომათა დარბაზი).

საკონსტიუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა, ხოლო მდივანი – თამარ ჩუგოშვილი. კომისიის შემადგენლობაში იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვაც, თუმცა პრეზიდენტმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი