ახალი ამბები

საზღვარზე ქარვისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

17 იანვარი, 2017 • 6120
საზღვარზე ქარვისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა საბაჟო – გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც ტანსაცმელსა და ხელბარგში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საზღვარზე მალულად გადმოტანილი პროდუქცია ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი