ახალი ამბები

ანონსი -17 იანვარი

17 იანვარი, 2017 • 2351
ანონსი -17 იანვარი

17:00 პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენცია თბილისი, პარლამენტი, B კორპუსი მე-4 სართული, ოთახი 410, საკონფერენციო დარბაზი


 

17 იანვარს 12:30 საათზე საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტან მაისაია პრესკონფერენციას გამართავს

თემა: ბალკანეთში ვითარების ესკალაციის საფრთხე, მოსალოდნელია თუ არა რეგიონში ახალი ომი?

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 თამთა კალანდაძე


 

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია თემაზე „სამოქალაქო ტრანსპორტის მართვის სტრატეგიები“.

კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი:

17 იანვარი, 2017, 11:00 საათი მის.: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #8 (ტელეკომპანია მაესტროს გვერდით) მე-3 სართული. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.


 

18:00 საათზე, ჭორლდსკილლს Gეორგია-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაუძღვება. ღონისძიებას მინისტრები, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სასტუმროში „mercure“ (ვახტანგ გორგასლის ქუჩა N 9) ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Gეორგია“, კონფერენციას გამართავს თემაზე „გამოწვევები საქართველოს რკინიგზაში“.

კონფერენცია დაიწყება 10:30 ზე და გასტანს 14:00 საათამდე.


18:00 საათზე, სოფელ დიღომში საქართველოში ბავშვთა  პირველი  ჰოსპისი გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი