ახალი ამბები

NDI: 49% მიიჩნევს, რომ თვითმმართველობები მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ

16 იანვარი, 2017 • 1745
NDI: 49% მიიჩნევს, რომ თვითმმართველობები მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ

NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2012 წლიდან 2016 წლის პერიოდში შემცირდა იმათი რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს,  ხოლო იმათი რაოდენობა, ვინც ამ აზრს არ ეთანხმება, გაიზარდა.

ndi4

გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ, ხოლო 46% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე შეკითხვას ” ადგილობრივი თვითმმართველობები მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ” ქალაქ ქუთაისში ჰყავს – ქუთაისში გამოკითხულთა 61%-ს არ მიაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, ხოლო 34% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 52% თბილისში და 51% ბათუმში ფიქრობენ, რომ თვითმმართველობები მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებენ. 44% თბილისში და 41% ბათუმში მიიჩნევს, რომ თვითმმართველობები მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ.

ახალციხეში გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ თვითმმართველობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, ხოლო 36% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ndi2

კვლევის შედეგის მიხედვით, ჩანს, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის საკრებულოსა და მერიის საქმიანობის შესახებ, რადგან თითქმის ყველა ქალაქში გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა კითხვას “რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ შემდეგი დაწესებულებების მუშაობით” უმეტესობამ უპასუხა, რომ არ იციან.

ndi3

საკრებულოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ:

[checklist]

  • თბილისი 45%
  • ქუთაისი 32%
  • ბათუმი 56%
  • ზუგდიდი 38%
  • ახალციხე 30%

[/checklist]

ndi5

მერიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ:

[checklist]

  • თბილისი 33%
  • ქუთაისი 23%
  • ბათუმი 51%
  • ზუგდიდი 37%
  • ახალციხე 27%

[/checklist]

ndi6

გამოკითხულთა 86%-ს არ ჰქონია შეხება საკრებულოსთან, 14%-ს კი – ჰქონია. გამოკითხულთა 67%-ს არ ჰქონია შეხება მერიასთან, 11%-ს ჰქონია, ხოლო 23%-მა უპასუხა, რომ მათ დასახლებაში მერია არ ფუნქციონირებს. იმ 21%-მა, ვისაც შეხება ჰქონია მერიასთან და საკრებულოსთან, მიიჩნევენ, რომ მათ ამ დაწესებულებების თანამშრომლები პატივისცემით მოექცნენ (89%), კომპეტენტური იყო (69%) და დაეხმარა საკითხის მოგვარებაში (59%).

გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი