ახალი ამბები

ანონსი – 16 იანვარი

15 იანვარი, 2017 • 4829
ანონსი – 16 იანვარი

16 იანვარს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი:

09:00 –  ისნის რაიონის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო დასახლებაში 1000 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე საჯარო სკოლა გაიხსნება. ახალ 103-ე საჯარო სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის, რომელიც გახსნის ღონისძიებაზე ახალი ინიციატივის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ადგილი: 103-ე საჯარო სკოლა, ისნის რ-ნი, მეტრომშენის  დასახლება. მისამართი: მესხეთის  72 (მისასვლელი კაკაბეთის ქუჩიდან).

10:30 – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქალების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული მიგნებები. სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, .მ კოსტავას 14.

12:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის სავარაუდო კორუფციულ სამართალდარღვევაზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადებას შეიტანს. მისამართი: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. #24

15:00 – საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

მასალების გადაბეჭდვის წესი