ახალი ამბები

ანონსი: 15 იანვარი

14 იანვარი, 2017 • 1662
ანონსი: 15 იანვარი

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ კვირას, 15 იანვარს, დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში თინა ბოკუჩავას პრესკონფერენცია გაიმართება.

19:30 – სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი