ახალი ამბები

დეპუტატი აზერ სულეიმანოვი: ვიყავი და ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

14 იანვარი, 2017 • 1537
დეპუტატი აზერ სულეიმანოვი: ვიყავი და ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

“საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მინდა განვაცხადო, რომ ვიყავი და ვარ ნაციონალური მოძრაობოს წევრი. ვაგრძელებ პარლამენტში საქმიანობას ამ ფრაქციის რიგებში უკეთესი საქართველოსათვის”, – დაწერა 14 იანვარს პარლამენტის წევრმა, პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით შესულმა დეპუტატმა, აზერ სულეიმანოვმა “ფეისბუკზე”.

2017 წლის 12 იანვარს  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) ლიდერების ნაწილმა განაცხადეს პარტიის დატოვების შესახებ. ენმ-ის პარტიული სიით პარლამენტში შესული 27 დეპუტატიდან 21-მა ენმ-ის რიგები დატოვა, მათ პარლამენტში უკვე შექმნეს ორი ფრაქცია “ევროპული საქართველო” და “ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის”. ცნობილი იყო 5 დეპუტატის გადაწყვეტილება ენმ-ში დარჩენის შესახებ, — პარტიაში დარჩნენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. თუმცა დღემდე უცნობი იყო აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილება.

აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილების გამო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შეინარჩუნებს ფრაქციას , – ამისათვის მინიმუმ 6 დეპუტატი იყო საჭირო.


გაიგეთ, ვინ დატოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: რას გეგმავენ ენმ-ის ყოფილი ლიდერები პარტიის გაყოფის შემდეგ

შენიშვნა: თავდაპირველად ტექსტში მითითებული იყო, რომ “12 იანვარს დადასტურდა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (ენმ) გაიყო”, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მართალია ენმ-ს ყოფილმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ასე უწოდეს  მათ მიერ ენმ-ს რიგების დატოვებას, თუმცა სამართლებრივად ენმ ამ დროისთვის გაყოფილი არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი