ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: პარტია ერთიანი და ძლიერია

12 იანვარი, 2017 • 3258
მიხეილ სააკაშვილი: პარტია ერთიანი და ძლიერია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ენმ-ის გაყოფას საკუთარ Facebook გვერდზე ეხმაურება. სააკაშვილის შეფასებით,  მისი პარტიიდან გაშვება ივანიშვილის გეგმის ნაწილი იყო და მოხარულია, რომ მათ ეს არ გამოუვიდათ:

“ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება.
“განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა.  დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა.
მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი