ახალი ამბები

ჯონ კერის თვითმფრინავი ტექნიკური მიზეზის გამო თბილისის აეროპორტში დაეშვა

12 იანვარი, 2017 • 2623
ჯონ კერის თვითმფრინავი ტექნიკური მიზეზის გამო თბილისის აეროპორტში დაეშვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დახვდა.

“საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს  საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ კერის იმ წვლილისთვის, რაც მან შეიატანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.

თავის მხრივ ჯონ კერიმ აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების   გზაზე.  ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში.


ჯონ კერიმ  წარმატრბა უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემირ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სწორ განვითარებაში”, – გვაცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯონ კერიმ უკვე დატოვა თბილისი.

დავით ზალკალიანი ხვდება ჯონ კერის თბილისის აეროპორტში. 12.01.2016. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

დავით ზალკალიანი ხვდება ჯონ კერის თბილისის აეროპორტში. 12.01.2016. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი