ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირებული მხარეები საგანგებო ბრიფინგებს გამართავენ

12 იანვარი, 2017 • 5200
ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირებული მხარეები საგანგებო ბრიფინგებს გამართავენ

ნაციონალურ მოძრაობის  დაპირისპირებული ჯგუფები დღეს საანგებო განცხადებების გაკეთებას გეგმავენ.

15.00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავენ  მიხეილ სააკაშვილთან და მის მომხრეებთან დაპირისპირებული ლიდერები. ამ ჯგუფში შედიან გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი და სხვები. სავარაუდოდ, ისინი სწორედ დღეს გააკეთებენ განცხადებას ენმ-ის დატოვების შესახებ. პრესკონფერენცია ენმ-ის ცენტრალურ ოფისშია დაგეგმილი.

ენმ-ის პრესსამსახურის ცნობით, 18.00 საათზე კი ბრიფინგს ნაციონალური მოძრაობის ის ლიდერები გამართავენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პარტიის ლიდერი კვლავაც მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს და 20 იანვარს პარტიის ყრილობისთვის ემზადებიან.  

ენმ-ში არსებული დაპირისპირება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გახდა ცნობილი, კულმინაციას კი ამ კვირაში მიაღწია.

 

ვრცლად, თუ რაზე უპირსპირდებიან ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, გაეცანით ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი