ანონსი – 12 იანვარი

10: 45 საათზე სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება განახლებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია ჩაატარებს.

12:00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პერიოდული პუბლიკაციის-საქართველო და მეზობლების პრეზენტაცია გაიმართება. საქართველო და მეზობლების მეექვსე ნომრის თემაა ჩინეთი: „ადამიანი, რომელიც მთებს ძრავს, პატარა კენჭებით იწყებს“.

13:00-ზე “თბილისი მერიოტში” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება.  საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი – 591 77 98 98.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.