მოვლენები
დოლარი

მთავრობის სხდომაზე ე.წ. სესხების გალარების სუბსიდირების წესები განიხილეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სამინისტრომ დღეს მთავრობას წარუდგინა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ უნდა დაადგინოს სესხების ერთჯერადი გალარების სუბსიდირების წესი.

“აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 000 ლარს 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს, მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 000 დოლარზე მეტი 2015 წლის პირველი იანვრისთვის.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს საქართველოს მთავრობა” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, თუ მსესხებელს მეტი სესხი ექნება, საქართველოს მთავრობა დანარჩენ ნაწილზე სუბსიდირებას არ განახორციელებს. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნულით ერონულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება:

“ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის კომერციულ ბანკებს გალარებისთვის საჭირო ვალუტას და ასევე მიაწვდის მათ იმ ლარის რესურსს, რომელიც საჭიროა”-  ამბობს ქუმსიშვილი.

მინისტრს თქმით, დღეის მდგომარეობით, ასეთი სესხი ქვეყანაში 33 000-ია.

მთავრობის დღევანდელ სხდომას საქარათველოს ერვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტიც ესწრებოდა. არჩილ მესტვირდვილის თქმით, პროცესი 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მესტვრიშვილის აზრით, კომერციული ბანკები ვალდებული იქნებიან დაუკავშირდნენ პირებს, რომლებსაც შეეხებათ ეს პროგრამა.

15 იანვრიდან ძალაში შევა რეგულაციაც, რომლის მიხედვითაც, 100 000 ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება დაშვებული.

ცვლილებას დაემქვედებარება ფასდადების საკითხიც:

“ფასდების ნაწილი არის სწორი კომუნიკაცია მომხმარებელთან. ჩვენს ქვეყანაში ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად, ის, რომ ჩვენს მოსახლეობას ვესაუბროთ ჩვენს ვალუტაში და ფასი ვუთხრათ ჩვენს ვალუტაში” – ამბობს ქუმსიშვილი.

რაც შეეხება აღნიშნული ცვლილებების ასახვას ლარის კურსზე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ცვლილებები ვალუტის ცვლილების მიმართ ნეიტრალურია:

“გალარება კურსის მიმართ ნეიტრალურია,  რადგან ჩვენ ვაწვდით კომერციულ ბანკებს როგორც ლარს, ისე დოლარის რესურსს.  შესაბამისად,  ამ პროცესში მათ დამატებითი საჭიროება არ უჩნდებათ. თუმცა მას შემდეგ,  რაც გალარების პროცესი დასრულდება,  ის პირები,  ვინც ამ სესხების გამო ყიდულობდა უცხოურ ვალუტას, ისინი ამას აღარ შეიძენენ,  რაც მომავალში იქნება ბაზარზე დამატებითი ვალუტა,  რაც აქამდე არ იყო, თუმცა კურსზე ძალიან ბევრი ფაქტი ახდენს გავლენას ” – ამბობს მესტვრიშვილი.

 

ავტორი