უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორგანი. ქალაქი ნისი, სერბეთი. 21.11.2016. ფოტო:  EPA/DJORDJE SAVIC

უნგრეთში შესაძლოა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდოს

უნგრეთი აპირებს, საქმიანობა აუკრძალოს უცხო ქვეყნებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის მილიარდერ ჯორჯ სოროსის ფონდთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, – ავრცელებს ინფორმაციას გამოცემა “ბლუმბერგი“.

ევროკავშირის წევრი ქვეყანა აპირებს, გამოიყენოს “ყველა ქმედითი ინსტრუმენტი”, რათა “გაწმინდოს” უნგრეთი ცნობილ ფინანსისტსა და ფილანტროპთან, ღია საზოგადოების ქსელის დამფუძნებელ ჯორჯ სოროსთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან. ასეთი [უცხოეთიდან დაფინანსებული] ორგანიზაციები, უნგრეთის მმართველი პარტია “ფიდესის” თავმდჯომარის, ზილარდ ნემეთის თქმით, ემსახურებიან “გლობალურ კაპიტალიზმს და ზურგს უმაგრებენ პოლიტკორექტულობას”.

ბლუმბერგის თანახმად, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდებარე “ღია საზოგადოების” ოფისში მათ ზარებს არ უპასუხეს.

“ვგრძნობ, რომ ახლა ამის შესაძლებლობა არსებობს, საერთაშორისო დონეზე, ტრამპის არჩევის შედეგად”, – თქვა ზილარდ ნემეთმა.

საპარლამენტო დეპუტატები აპრილში დაიწყებენ კანონპროექტის განხილვას, რომელიც სამართალდამცავებს საშუალებას მისცემს, შეამოწმონ, თუ ვინ ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ვიქტორ ორბანი, ევროპელი ლიდერი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს დონალდ ტრამპის კამპანიას, ყურადღებას არ აქცევს ევროკომისიისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის კრიტიკას თვითგამოცხადებული “არალიბერალური სახელწმფოს შენების” გამო, რომელიც, როგორც ბლუმბერგი წერს, ჰგავს რუსეთის, თურქეთისა და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებს.

2014 წელს ორბანმა პირადად გასცა ბრძანება, რის შედეგადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ნორვეგიის მიერ დაფინანსებული ფონდების გამოძიება. მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, “მოსყიდული პოლიტიკური აქტივისტები” არიან, რომლებიც, მისივე შეხედულებით, “უცხოური ინტერესების გავრცელებას უწყობენ ხელს”.

“ფიდესი”, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია, ხელისუფლებაში 1998-2002 წლებშიც იყო, 2010 წელს კი პარტიამ კვლავ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორგანი. ქალაქი ნისი, სერბეთი. 21.11.2016. ფოტო: EPA/DJORDJE SAVIC

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორგანი. ქალაქი ნისი, სერბეთი. 21.11.2016. ფოტო: EPA/DJORDJE SAVIC

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე.