ახალი ამბებისაზოგადოება

“გირჩის” ოფისში მარიხუანის შესამოწმებლად პოლიცია მივიდა

11 იანვარი, 2017 • 2061
“გირჩის” ოფისში მარიხუანის შესამოწმებლად პოლიცია მივიდა

ახალი პოლიტიკური ცენტრის, “გირჩის”  ოფისში პოლიცია მივიდა.

ამის შესახებ პარტიის წევრები აცხადებენ “გირჩის” ოფიციალურ გვერდზე.
ნახეთ, რა ხდება ამჟამად გირჩის ოფისში:

წინა ჩართვა “გირჩის” ოფისიდან:

ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად 31 დეკემბერს პარტიის წევრებმა “გირჩის” ოფისში მარიხუანა საჯაროდ, ჟურნალისტების თანხლებით დათესეს.

მაშინ იქ პოლიცია არ მისულა, იმის მიუხედავად, რომ ამ აქციის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი და, როგორც პარტიის წევრების აცხადებენ, არც შემდეგ გამოჩენილან.

31 დეკემბერს პოლიციამ “გირჩის” ოფისში მარიხუანის დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და, როგორც 11 იანვარს პარტიის წევრები აცხადებენ, პოლიციას ახლა იმის გარკვევა სურს, დათესილი მცენარე ნამდვილად მარიხუანა არის თუ არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი