top_15___-2

“ქართული ოცნებას” – 23 მილიონამდე, ყველა დანარჩენს, ჯამში, 11 მილიონი ლარი

“ქართულმა ოცნებამ ” 2016 წელს იმაზე ორჯერ მეტი თანხა მიიღო შემწირველებისგან, ვიდრე 59 პარტიამ/კანდიდატმა, ჯამში, ერთად.

პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2016 წელს  მიღებული შემოწირულებების სტატისტიკა აუდიტის სამსახურმა 10 იანვარს გამოაქვეყნა.

საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად,  2016 წელს შემოწირულებების სახით პარტიებმა და კანდიდატებმა  34,465,034.50 ლარი მიიღეს. აქედან  22,995,584.00 ლარი მიიღო “ქართულმა ოცნებამ“, ხოლო  დანარჩენმა 59 საარჩევნო სუბიექტმა [პარტებმა, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა], ჯამში,   11,469,450.50 მილიონი ლარი მიიღეს.

აუდიტის სამსახურის ცნობით, პარტიებს სულ 2854-ჯერ შესწირეს, საიდანაც 186 საწევრო შენატანია, ხოლო 204-ჯერ – არაფულადი შემოწირულება.

პარტიებს 79-მა იურიდიული პირმა, ჯამში,   4,026,580.00 ლარი ჩაურიცხა.

ნახეთ დეტალურად, რომელმა პარტიამ და კანდიდატმა რა ოდენობის შემოწირულობა მიიღო 2016 წელს.

 

ავტორი