ახალი ამბებიეკონომიკა

მთავრობის ცნობით, ამერიკული SSA Marine ანაკლიის პორტის ოპერირებით დაინტერესდა

10 იანვარი, 2017 • 1916
მთავრობის ცნობით,  ამერიკული SSA Marine ანაკლიის პორტის ოპერირებით დაინტერესდა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის საპორტო ოპერატორი SSA Marine დაინტერესდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით,  კომპანია ამ საკითხზე მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აწარმოებს.

საქართველოში იმყოფება SSA Marine-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბობ უოთერსი, რომელსაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა SSA Marine-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა:

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის, მსოფლიო კლასის პორტოპერატორის მოზიდვა მნიშვნელოვანია”.
SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. ის აშშ-ის ერთ-ერთო მსხვილი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი