ახალი ამბებიეკონომიკა

კახი კალაძე დღეს „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება

10 იანვარი, 2017 • 4272
კახი კალაძე დღეს „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება

ვიცეპრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს, 10 იანავარს , კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.

შეხვედრა ბელორუსის დედაქალაქ მინკსში გაიმართება.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.

საქართველო გაზპრომისგან გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებს. გასულ წელს “გაზპრომს” გატარებული გაზის საფასურის მონეტიზაცია სურდა, რასაც საქართველო არ ეთანხმებოდა და  საბოლოოდ მხარეები საქართველოსთვის გატარებული ბუნებრივი აირის 10% -ზე შეთანხმდნენ.

გასულ წელს საქართველოს მთავრობა გაზპრომისგან დამატებით ბუნებრივი აირის მოცულობის შეძენასაც გეგმავდა, რასაც საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. საბოლოოდ ასეთი შეთანხმება გაზპრომთან აღარ შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი