ახალი ამბებიეკონომიკა

“ტრამპ თაუერის” მშენებლობის პროექტი ოფიციალურად შეწყდა

9 იანვარი, 2017 • 5424
“ტრამპ თაუერის” მშენებლობის პროექტი ოფიციალურად შეწყდა

“სილქროუდ ჯგუფის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში “ტრამპ თაუერის” კომპლექსის მშენებლობის პროექტი ოფიციალურად შეწყდა. სალიცენზიო ხელშეკრულება ბათუმში “ტრამპ თაუერის” საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 2011 წელს გაფორმდა.

47–სართულიანი „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. პროექტის ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულ პროექტს  „სილქროუდ ჯგუფი“ დონალდ ტრამპის კომპანიასთან გაფორმებული სალინცეზიო ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა.

“სილქ როუდ ჯგუფი მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ დაუთმეს ამ პროექტს და ითვალისწინებს რა შექმნილ ვითარებას, ეთანხმება ამ მოთხოვნას (ტრამპის ორგანიზაციის გათავისუფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან)” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი