ახალი ამბები

პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება მარნეულში

5 ოქტომბერი, 2012 • 1317
პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება მარნეულში

ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, დღეს მარნეულის გამგეობის შენობაში შეიჭრნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამგეობის თანამშრომლებს:

 

“სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა გამგებლის მოადგილისა და  მისი მძღოლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს. ეს უკანასკნელი ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში. მარნეულის გამგებლის განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას მის მიმართაც ჰქონდა ადგილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, მარნეულის გამგეობის ნაცემი და დაზარალებული თანამშრომლები, სულ ხუთი ადამიანი, გადაყვანილნი არიან ადგილობრივ საავადმყოფოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი