ახალი ამბები

ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენ საერთო საფრთხეების წინაშე ვდგავართ- ესაა ფუნდამენტალიზმი

9 იანვარი, 2017 • 3209
ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენ საერთო საფრთხეების წინაშე ვდგავართ- ესაა ფუნდამენტალიზმი

ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, 9 იანვარს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

პრეზიდენტები დახურული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ და განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით,  პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობასა და მისი გაფართოების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის,  დიპლომატიური ურთიერთობა კი ქვეყნებს შორის 25 წელია არსებობს.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუვენ რივლინთან საქართველოსა და ისრაელს შორის ტურისტული და ეკონომიკურ პოტენციალი განიხილა:

“დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ბიზნესმენთა უფრო აქტური დაახლოებისთვის და უფრო აქტიური საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით გადაიდგას”. 

მარგველაშვილი ისრაელში გუშინ მომხდარ ტერორისტულ აქტსაც გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო:

“ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ისრაელის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ქართველ ხალხს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლა კარგი დროა, კიდევ უფრო დაახლოვდეს ისრაელისა და საქართველოს ეკონომიკა და სამრეწველო პოტენციალი.
რივლინის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის ურათიერთობა კიბერუსაფრთხოების სფეროშიც გაძლიერდეს:

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ჩვენი ერები და ჩვენი ხალხი იყოს უსაფრთხოდ. ჩვენ საერთო საფრთხეების წინაშე ვდგავართ, როგორც მთელი მსოფლიო. ესაა ფუნდამენტალიზმის საფრთხე, რომელიც ჩვენ გვხვდება ჩვენს ქალაქებში, ქუჩებში” – თქვა ისრაელის პრეზიდენტმა.

რუვენ რივლინმა დაგმო ტერორიზმი და საქართველოს მადლობა გადაუხადა ისრაელისთვის მძიმე წუთებში მხარდაჭერისთვის.

ისრაელის პრეზიდენტი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდება. ხვალ კი რუვენ რივლინს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომრესთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა.

8 იანვარს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის პრეზდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვია.

საქართველოს პირველი ლედი [მარცხნივ], ისრაელის პირველი ლედი [მარჯვნივ]. 09 იანვარი, 2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს პირველი ლედი [მარცხნივ], ისრაელის პირველი ლედი [მარჯვნივ]. 09 იანვარი, 2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლიანი მეუღლესთან [მარცხნივ] ერთად ეწვია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირველ ლედისთან ერთად დახვდა [მარჯვნივ] . 09/01/2017, თბილისი, საქართველო/ ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლიანი  საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვია,  09/01/2017, თბილისი, საქართველო/ ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოსსაქართველოს

საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლიანი [მარცხნივ] მეუღლესთან ერთად ეწვია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი [მარჯვნივ] მასპინძლობს. 09/01/2017, თბილისი, საქართველო/ ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლიანი [მარცხნივ] მეუღლესთან ერთად ეწვია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი [მარჯვნივ] მასპინძლობს. 09/01/2017, თბილისი, საქართველო/ ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი