ახალი ამბები

საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვია

9 იანვარი, 2017 • 2245
საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვია

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს   მეუღლესთან ერთად ეწვია.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუვენ რივლიანი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში

შეხვდება.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 იანვარს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვია. 08 იანვარი, 2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვია. 08 იანვარი, 2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი