ახალი ამბები

თავდასხმა სატვირთო მანქანით იერუსალიმში – 4 დაღუპული ჯარისკაცი და დაშავებულები

8 იანვარი, 2017 • 2677
თავდასხმა სატვირთო მანქანით იერუსალიმში – 4 დაღუპული  ჯარისკაცი და დაშავებულები

იერუსალიმში სატვირთო მანქანა ჯარისკაცების ჯგუფში შევარდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა  და სულ მცირე 13 დაშავდა.  პოლიციამ ეს ფაქტი უკვე შეაფასა ტერორისტულ აქტად.

ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ისრაელის პოლიციის ცნობით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი მოკლულია ჯარისკაცების სროლების შედეგად.

ბიბისი ავრცელებს იერუსალიმის პოლიციის უფროსის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, მძღოლი აღმოსავლეთ იერუსალიმიდან იყო და ჰქონდა ისრაელის მართვის მოწმობა.

თავდასხმა იერუსალიმის ისტორიულ ძველ და ტურისტულ უბანში დღეს, 8 იანვარს მოხდა.

ისრაელში ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა მსგავს თავდასხმებზე ნიცასა და ბერლინში, როცა სატვირთო ავტომანქანა ადამიანების ჯგუფში შევარდა, პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” [ISIS] აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი