მეწყერი შორაპანთან, ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სოფელ შორაპანთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე, შორაპანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ამ მონაკვეთზე მოძრაობა 6 იანვარს, ღამით შეწყდა ჩამოწოლილი მეწყერის გამო – სოფელ შორაპანთან  გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა,  რის გამოც ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებით  მოძრაობა ამ შეზღუდვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის სავალ ნაწილზე  ჩამოვიდა 8000-მდე კუბი მიწა-კლდის ნაშალი, საიდანაც 100 ტონამდე დიდი ზომის ქვები იყო, რამაც კიდევ გაართულა სამუშაო პროცესი. ადგილზე მუშაობდა 15 -მდე ერთეული სპეცტექნიკა.

ავტორი