ახალი ამბებისაზოგადოება

ახალ წელს გზაზე

3 იანვარი, 2017 • 14201
ახალ წელს გზაზე

“დარწმუნებული ხარ, რომ გინდა? არ ინანო, იცოდე”, – გამაფრთხილა რედაქტორმა, როგორც კი ვუთხარი, 31-ში ღამით მატარებლით წავალ სახლში, “რამეს დავწერ” და გზაში რამდენიმე ფოტოს გადავიღებ-მეთქი. ჩემი მეგობარი ზურა ამბობს ხოლმე, ვისაც ავტოსტოპით არ უვლია, ცხოვრება არ იცისო. არა მგონია, ეგრე იყოს, ის კი ვიცი, ახალ წელს მატარებელში შეხვედრას არ ვინანებ.

31-ში სადგურის მოედანზე საღამოს 9 საათისათვის მივდივარ, ჩაჯდომამდე მატარებლის უფროსს, რომელიც „რკინიგზას“ წინასწარ ჰყავს გაფრთხილებული, უნდა ვთხოვო, მემანქანესთან მოხვედრაში დამეხმაროს. ცხრისთვის ბაქანზე სიცარიელეა, თუ არ ჩავთვლით შუა ხნის, თბილად ჩაცმულ ქალს, რომელიც წყალსა და მზუსუმზირას ყიდის. აქა-იქ რამდენიმე გამცილებელიც ჩანს. ერთ-ერთი მათგანი შორიდან მატარებლის უფროსს მიჩვენებს.

სადგურის მოედანი, რკინიგზის სადგური. 31.12.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

სადგურის მოედანი, რკინიგზის სადგური. 31.12.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

რკინიგზის სადგური, სადგურის მოედანი. 31.12.2016 ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

რკინიგზის სადგური, სადგურის მოედანი. 31.12.2016 ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ჩასხდომა 10-ის ოცი წუთიდან იწყება. მგზავრები რამდენიმე წუთში უკვე იწყებენ გამოჩენას. მატარებლის უფროსთან, კახასთან, ელმავალში გადასვლის დეტალებს ვაზუსტებ. სადაცაა 21:50 გახდება და მატარებელი დაიძვრება.

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი #602 რკინიგზის სადგურზე. 31.12.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი #602 რკინიგზის სადგურზე. 31.12.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ჩემი მატარებლის უფროსს კახა ჰქვია. წარმოშობით გურიიდანაა. გურიის შემდეგ ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი გორში და დღემდე იქ ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მეუბნება, რომ ჩათვალა, გორში სოფლად გადასვლა ოჯახისთვის უკეთესი იყო და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. უკვე 10 წელია, თბილისი-ზუგდიდის მაატარებელზე მუშაობს. მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ უწევს – დღე და ღამე. მორიგეობის შემდეგ თბილისიდან გორში თავისივე ხარჯებით ბრუნდება.

მეუბნება, რომ თუ ახალ წელს ელმავალში მინდა ვიყო, ჯობს, ხაშურის სადგურში გადავჯდე. ვთანხმდებით, რომ 12-სკენ მომაკითხავს და ელმავლამდე მიმაცილებს. რამდენიმე წუთში საუბარს ვწყვეტთ და კუპეში შევდივარ.

კუპეში კონდუქტორი შემოდის და სამი წყვილი თეთრეული შემოაქვს. „პირველი სამისათვის“, – ამბობს და გასვლისას ჩემს კითხვაზე ჩერდება:

„ჩვენ რომ ოთხნი ვართ“?

საქმე ისაა, რომ აქამდე თეთრეულებს (ცელოფნებში ჩაწყობილ ერთჯერად ზეწარს, თხელ საბნის პირსა (ჩიხოლს) და ბალიშის პირს)  ყველა მგზავრი იღებდა უფასოდ. ახლა კი კუპეში, მართალია, დაკეცილი საბნები და ლეიბები დაგვხვდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკვე სამი კვირაა, მგზავრებს დამატებით სამი ლარის გადახდა უწევთ თეთრეულის საყიდლად. ამის შესახებ ბილეთის ონლაინ ყიდვისას საიტზე არაფერი წამიკითხავს. ვეკითხები, თუ შემიძლია, ახლა ვიყიდო. „ხაშურში სადგურზე რო ჩავალთ, იქ თუ გადაირბენ უცბად და სალაროში ქვითარს გამოაწერინებ, კი“, – მეუბნება კონდუქტორი. ხაშურში 7-8 წუთზე მეტხანს არ ვაპირებთ, როგორც ვიცი, გაჩერებას, მაგ დროში კი ჩემი ვაგონიდან ელმავლამდე მისვლაც უნდა მოვასწრო. ვწყვეტ, რომ გარისკვად არ ღირს და ბედს ვეგუები.

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი #602. 31.12.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი #602. 31.12.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ორ ბიჭთან და ერთ ქალთან ერთად მომიწევს მგზავრობა. ქვედა საწოლების კიდეებში ვსხედვართ, კარი დაკეტილი გვაქვს და მხოლოდ სუსტი ნათურებია ანთებული. საუბრის განწყობა არავის გვეტყობა, ამიტომ ტელეფონს ვიღებ და ფეისბუკზე „სქროლვას“ ვიწყებ. საახალწლო განწყობა მგონი მანდღა იგრძნობა.

რამდენიმე გამონაკლისი მაინც მხვდება:

„დღესასწაულები ერთადერთი რამისთვის შეიქმნა – ჩაგრულ კლასებს ერთი დღით მაინც რომ ეგრძნოთ თავი „პრივილეგირებულებად“ და თავი მოეტყუებინათ. რალურად, პირიქით კი გამოვიდა – ამ დღეს ჩაგრულები კიდევ უფრო ჩაგრულები ხდებიან, პრივილეგირებულები კი – კიდევ უფრო პრივილეგირებულები. სწორედ ამ დღეს ელოდება ყველა ქალი, რომ მორჩილად ჩაერთოს მარათონში და ახალ წელს ათმაგად ექსპლუატირებული შეხვდეს. ამ დღეს დახლებიც კი კიდევ უფრო გავსებულია, ისევდაისევ მდიდრებისთვის, ან მათთვის, ვინც მთელი წელი „იშრომა“ ამისთვის. ცხოველებიც კი ყველაზე მეტად ამ დღეებში განიცდიან დღესასწაულის მწარე ხელს. გამოდის, ტყუილში ვცხოვრობთ, მხოლოდ დომინანტური კლასობრივი ჯგუფები არიან ყოველთვის მკაცრად ერთგულნი დომინანტური იდეოლოგიების მიმართ“, – “აუდიტორია #115-ის” აქტივისტის, ნათია ქარჩილაძის პოსტს ვკითხულობ და სიბრაზეს ვგრძნობ. ბოლო დროს რაღაც მარტივად ვბრაზდები, აი შემჩნევით მგონი არ მეტყობა ხოლმე. პოსტზე ერთი, როგორც ჩანს, მემარჯვენე ტიპის კომენტარს 90-მდე მეტი პასუხი აქვს. წარმომიდგენია, მანდ რაებიც იწერება. წაკითხვის გარეშე ვღიზიანდები და სქროლვას ვაგრძელებ.

2 წუთში მბეზრდება. არც მაინცდამაინც ძლიერად ვგრძნობ თავს სამდღიანი ავადმყოფობის შემდეგ. ტელეფონში არცერთი სიმღერა არა მაქვს, ამიტომ „იუტუბს“ ვრთავ და ვილი ნელსონს ვუსმენ: „On the road again, I can’t wait to get on the road again“. თავი არშემდგარი ჯეკ კერუაკი მგონია.

12-ს წუთები რომ უკლია, კუპის კარები იღება, მკვეთრი სინათლე თვალებში მეცემა და მაღვიძებს. კახაა, მეუბნება, რომ ხაშურში ვართ და ელმავალში გადასვლის დროა. ქურთუკს სწრაფად ვიცვამ, კამერას ვიღებ და კახას მივყვები.

ხაშური დათოვლილი გხვდება. ელმავლამდე მივდივართ. კახა ერთი წუთით დალოდებას მთხოვს, ელმავალში ადის და ორიოდე წამში მემანქანის თანაშემწესთან ერთად ბრუნდება. ერთმანეთს ვეცნობით. როგორც მიხსნიან, ხაშურიდან გზის ყველაზე რთული ნაწილი იწყება („პერევლის მონაკვეთი“), ერთი ელმავალი ვეღარ აუდის დატვირთვას, ამიტომ დასახმარებლად მატარებლის წინიდან მეორე ელმავალი უნდა ჩაებას.

ხაშურის რკინიგზის სადგური. 31.12.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ხაშურის რკინიგზის სადგური. 31.12.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

იმავე წუთში მეორე ელმავალიც გვიახლოვდება, იქიდან ერთი კაცი სწრაფად ჩამოდის, ელმავლებს ერთმანეთს აბამს და მემანქანეს რაღაცას ანიშნებს. ეს გიორგია, – მემანქანის თანაშემწე. ელმავალში ავდივართ.

ხაშურის რკინიგზის სადგურზე. 31.12.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ხაშურის რკინიგზის სადგურზე. 31.12.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ამასობაში 12-ს ოთხი წუთი უკლია. ვიღაცებმა უკვე დაიწყეს ფეიერვერკის გაშვება. კიდევ რამდენიმე წუთს ვართ გაჩერებულები. გიორგი და პაატა ჩემთან ერთად უყურებენ ფეიერვერკს. „ვაა, ასეთი ამბავი არ მახსოვს, კაცო“, – ხმამაღლა ამბობს პაატა და ფეიერვერს თვალს არ აშორებს. ერთმანეთს ახალ წელს ვულოცავთ: “აბა, მშვიდობიანი წელი გვქონოდეს”, – ამბობს გიორგი, ისმის საყვირის ხმა და მატარებელი იძვრება.

ბევრს ვლაპარაკობთ. მატარებლის ხმაურის გამო, ყვირილამდე ცოტა გვიკლია. მეშინია, რომ ხმის ჩამწერი ცუდად დაიჭერს ხმებს, არც ის მინდა, ზედმეტად ოფიციალური ვიყო და დიქტოფონი ახლოს მივუტანო, ამიტომ დეტალების დამახსოვრებას ვცდილობ.

მემანქანის თანაშემწერ, პაატა ლალუაშვილი, ელმავლისფანრჯიდან უყურებს ფეირვერკს ხაშურში. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მემანქანის თანაშემწე, პაატა ლალუაშვილი, ელმავლისფანრჯიდან უყურებს ფეირვერკს ხაშურში. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ფეიერვერი ხაშურში. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ფეიერვერკი ხაშურში. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მემანქანის თანაშემწე, პაატა ლალუაშვილი, ელმავლისფანრჯიდან უყურებს ფეირვერკს ხაშურში. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მემანქანის თანაშემწე, პაატა ლალუაშვილი, ელმავლის ფანრჯიდან უყურებს ფეირვერკს ხაშურში. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

12 წელია, წყვილში მუშაობენ. „გუშინ დღე ვიყავით, დღეს – ღამე ვართ. ახლა დავისვენებთ 4 დღე. გამოვალთ 4 დღეში ისევ, დღის სმენას ვიმუშავებთ, შემდეგ – ღამისას. დამატებით, მატარებელს თუ დასჭირდა, დაგიძახებს“, – მეუბნება მემანქანე.

ლაპარაკს ვაგრძელებთ. თანაშემწე, პაატა ლალუაშვილი, 12 წელია, აქ მუშაობს, მემანქანე – გიორგი ხაჩიძე – 37 წელი. პაატა ხაშურის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, – სახლიც დამანახა მატარებლიდან, გიორგი – სურამში. მორიგეობის შემდეგ ხაშურში ბრუნდებიან – ხაშურის შემდეგ მონაკვეთებზე მატარებელს მათი ელმავლის დახმარება აღარ სჭირდება.

ელმავლის მემანქანე, გიორგი. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ელმავლის მემანქანე, გიორგი. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ამბობენ, რომ მოკლებულია მუშაობა. „ადრე 4 სმენაში ვიყავით, 2 დღე ვმუშაობდით. წელს და შარშანაც ნაკლებია მუშაობა. ახლა თვეში 8 მატარებელს ვაკეთებთ. დეკემბრის თვეში ცოტა კი მოიმატა მუშაობამ. გააკეთეს ბიჭებმა 12-13 მატარებელი. წინა თვეებში ცოტა იყო“.

ვეკითხები, ზეგანაკვეთურ სამუშაოს თუ უნაზღაურებენ: „ზედმეტი არა. ჩვენა ვართ „აკლადი“, გამომუშავებაზე არა ვართ. მოჭრითა გვაქვს, – მემანქანეს 1000 ლარი, თანაშემწეს – 800. გინდა ათი მატარებელი გააკეთე, გინდა 12-14, გემატება ცოტა ღამის საათებისა. ვთქვათ, 800 ლარი რომ გეკუთვნის, შეიძლება, თანაშემწეს დაგემატოს 30-40 ლარი, მემანქანეს – 100-150 ლარი. გააჩნია რამდენს იმუშავებ, არის სადღესასწაულო საათები. ახლა 3 საათი მოგვიწევს დამატებითი ანაზღაურება – 12-დან 3 საათამდე“. წიფის გვირაბში შევდივართ.

მემანქანის თანაშემწე, პაატა. წიფის გვირაბი. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მემანქანის თანაშემწე, პაატა. წიფის გვირაბი. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

„ეს აჩვენებს დენი რამდენია, ამპერმეტრი ქვია, ეს ვოლტმეტრია – ძაბვას უჩვენებს, ესა კომპენსორი, ესა კიდევ აერები რაცა აქვს მაგისტრალში“, – მითითებს გიორგი ციფერბლატებზე. პაატა პარალელურად რაღაცებს ინიშნავს.

გიორგი მიხსნის, რომელი ციფერბლატი რას უჩვენებს. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

გიორგი მიხსნის, რომელი ციფერბლატი რას უჩვენებს. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ვეკითხები, ელმავალი როდინდელია-მეთქი. „რუსული ელმავალია, ალბათ 70-იანი წლებიდან გამოდიან, მერე რეკონსტრუქცია უტარდებათ… ახლა გამოდის შეცვლილი ვარიანტები, ჩვენ უკან რომელიც გვიდგას, თანამედროვეა, სიჩქარის საზომი ახალი აქვთ“, მიყვება პაატა, მაგრამ გიორგი აწყვეტინებს:

„ეს ელმავლები ჯობია“, – მეუბნება იმაზე, რომელშიც ვსხედვართ. „უფრო გამძლეა, ნაკლებად პრეტენზიულია, პრაქტიკულია“, – პაატაც ეთანხმება.

ხაშური-მოლითის გზის მონაკვეთზე. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ხაშური-მოლითის გზის მონაკვეთზე. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

დაახლოებით 50 წუთი, რაც ხაშურიდან მოლითის სადგურამდე ჩასვლისათვის არის საჭირო, მალე გადის. მეც, როგორც „რკინიგზასთან“ და მატარებლის უფროსთან შევთანხმდი, მოლითში უკან ვბრუნდები. გიორგის და პაატას სწრაფად ვემშვიდობები და ელმავლიდან ჩავდივარ. რამდენიმე ვაგონის მოშორებით ვიღაცა ფანრით მანიშნებს, აქეთ წამოდიო. ის ისაა, ვაგონში ავდივარ და საყვირის ხმაც ისმის – დავიძარით.

ხაშური-მოლითის გზის მონაკვეთზე. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ხაშური-მოლითის გზის მონაკვეთზე. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ფანრიანი კაცი ტრისტანია, ჩემი ვაგონის გამცილებელი. ვაგონში ავდივართ და ლაპარაკს ვიწყებთ. მეკითხება, სად მივდივარ, რომელ ტელევიზიაში ვმუშაობ, მომეწონა თუ არა ელმავალში ყოფნა. კიდევ ერთი მგზავრი გვიერთდება, შემდეგ – კახაც, მატარებლის უფროსი. რამდენიმე წუთში ვგრძნობ, რომ საშინლად დაღლილი ვარ, დროებით ვემშვიდობები და ჩაბნელებულ კუპეში შევდივარ, – ყველას სძინავს. ბათინკებს, ქურთუკსა და ჯემპრს ვიხდი, „მეორე სართულზე“ ვცოცდები, უკვე აღარაფერი მადარდებს, მთავარია სადმე დავიძინო.

ვაგონის გამცილებელი (კონდუქტორი), ტრისტანი. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ვაგონის გამცილებელი (კონდუქტორი), ტრისტანი. 01.01.2017. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ინგირში კონდუქტორი გვაღვიძებს, – აქედან ზუგდიდის (ბოლო) გაჩერებამდე დაახლოებით ნახევარი საათია. კუპეში ჩემ გარდა მხოლოდ ერთი ბიჭია დარჩენილი – თემური. ენგურის ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობს, ხიდიდან 6-7 კილომეტრში. „გეპეიში“ სწავლობს, საახალწლო განწყობა არც ამას აქვს, გამოცდების გამო შემორჩა აქამდე თბილისში. ამ ნახევარ საათში ყველაფერზე ვლაპარაკობთ, დაწყებული (ულტრა)ნაციონალიზმით, ასტროფოტოგრაფიითა და მარველის კომიქსებით დამთავრებული. შვიდის ხუთ წუთზე მატარებელი ჩერდება, ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე ჩამოვდივარ. სახლამდე (ჩხოროწყუმდე) ლიანდაგები არ მიდის, ასე ადრე არც მიკროავტობუსები დადიან, ამიტომ ტაქსის ვაჩერებ და ახალი საუბრისთვის ვემზადები – სახლამდე კიდევ დიდი გზაა.

ზუგდიდი

მასალების გადაბეჭდვის წესი