ახალი ამბები

“გირჩის” ოფისში მარიხუანის დათესვის ფაქტს შსს იძიებს

31 დეკემბერი, 2016 • 9826
“გირჩის” ოფისში მარიხუანის დათესვის ფაქტს შსს იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სსკ-ს 265-ე მუხლით აღიძრა.

“2016 წლის 31 დეკემბერს „გირჩის“ ოფისში ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით). პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს,” – გვითხრეს შსს-ში.

31 დეკემბერს, 22:30 საათზე ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის ოფისში პარტიის ლიდერებმა მოხალისეებთან ერთად საჯაროდ დარგეს მარიხუანა და ამ ფორმით გააპროტესტეს მოქმედი ნარკოპოლიტიკა.

"გირჩის" ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“გირჩის” ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ზურა ჯაფარიძე. "გირჩის" ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს. შეუერთდა 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ზურა ჯაფარიძე. “გირჩის” ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს. შეუერთდა 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

"გირჩის" ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს. აქციას მწერალი ტორესა მოსიც შეუერთდა 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“გირჩის” ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს. აქციას მწერალი ტორესა მოსიც შეუერთდა 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

"გირჩის" ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“გირჩის” ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მოხალისეები ელოდებიან საკუთარ რიგს მარიხუანას დასათესად 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ზურა ჯაფარიძე პარტიის გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს:

მასალების გადაბეჭდვის წესი