ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ნეტგაზეთის”გამოკითხვა: წლის მთავარი მოვლენა ლარის რეკორდული გაუფასურებაა

“ნეტგაზეთის” მკითხველების აზრით, 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ლარის რეკორდული გაუფასურებაა, მეორე ადგილი თსუ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა დაიკავა.

გამოკითხულთა ყველაზე მცირე რაოდენობამ, 0.87%-მა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიებიდან ლიდერების წასვლა დაასახელა, ხოლო 3-3%-მა მიიჩნია, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა და წასვლა და ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე შიდა დაპირისპირებებია.

2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - გამოკითხულთა აზრი

2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – გამოკითხულთა აზრი

“ნეტგაზეთის” მკითხველებს ასევე ჰქონდათ საშუალება, რომ თავად დაემატებინათ მათთვის სასურველი ვარიანტი. სულ ხუთმა გამოკითხულმა დაამატა თავისი ვარიანტი. ამათგან ერთმა მიუთითა, რომ 2016 წელს სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა, თუმცა ისევ უმუშევარია.

2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა

2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა

გამოკითხვა 6 დღის განმავლობაში,  26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 12:00 საათამდე მიმდინარეობდა და მასში 229 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com