36227

გალის მცხოვრებლებს აფხაზეთის ბინადრობის მოწმობებს მისცემენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილება, რომელიც გალის რაიონის მცხოვრებთა სამართლებრივ სტატუსს დაარეგულირებს.

“ამჟამად ბინადრობის მოწმობა გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც ქორწინებაში იმყოფება აფხაზეთის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, რომელიც დაიბადა აფხაზეთში და მუდმივად ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე 1999 წლის 12 ოქტომბრიდან, სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ. აღნიშნული ცვლილება კი ითვალისწინებს მესამე საფუძველს – გალის რაიონის მცხოვრებთათვის”, – ამბობს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში დიმიტრი შამბა.

აღნიშნულ საკითხზე აფხაზეთში პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის უთანხმოება არსებობდა. ისინი შიშობენ, რომ ბინადრობის მოწმობა აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების საფუძველი გახდება, თუმცა ცვლილება უმრავლესობით მაინც მიიღეს. ცვლილების მიხედვით, ბინადრობის მოწმობა ხუთ წელში ერთხელ განახლდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი