ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: აუცილებელია “ალანია” დავირქვათ და რუსეთში ისე შევიდეთ

30 დეკემბერი, 2016 • 5281
თიბილოვი: აუცილებელია “ალანია” დავირქვათ და რუსეთში ისე შევიდეთ

“სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა 2017 წლის აპრილში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად იგეგმება”,- ამის შესახებ ლეონიდ თიბილოვმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესუბლიკის პრეზიდენტმა ცხინვალში პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

თიბილოვმა დააზუსტა, რომ სახელის შეცვლის საკითხზე პოლიტსაბჭო შეიკრიბება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ჩემი აზრით, აუცილებელია რომ ჩვენს სახელმწიფოს სამხრეთ ოსეთი – ალანია დაერქვას, როგორც არის ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია, შემდეგ კი ჩრდილოეთ ოსეთთან რუსეთის შემადგენლობაში გავერთიანდეთ, როგორც სახელმწიფო ალანია. თუმცა არსებობს სხვადასხვა აზრი, რომელსაც გავითვალისწინებთ”.

თიბილოვმა ინიციატივა, რომ “რესპუბლიკამ ისტორიული სახელწოდება დაიბრუნოს”, 2015 წლის დეკემბერში წარმოადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი