ახალი ამბები

“თბილისი ცენტრალის” მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის ორ სართულზე ხანძარი გაჩნდა

29 დეკემბერი, 2016 • 6283
“თბილისი ცენტრალის” მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის ორ სართულზე ხანძარი გაჩნდა

დღეს, 29 დეკემბერს, სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალთან” ახლოს საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სახანძრო დაახლოებით 19:30 წუთზე გამოიძახეს და 19:45 საათის მდგომრეობით ჩამქრალი არაა. სააგენტოს ცნობით, არავინ დაშავებულა.

სააგენტოს ცნობით, ადგილზე მისულია 12 სახანძრო მანქანა. ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ორ სართულს აქვს მოდებული. მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი