ახალი ამბები

ანონსი: 30 დეკემბერი

29 დეკემბერი, 2016 • 5675
ანონსი: 30 დეკემბერი

10:00-დან 22:30-მდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით თბილისი მოლში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებენ  პროექტის “დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” გუნდები , რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების  დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქტები(ლეპტოპის სადგამი, ხის ჩანთები, ლოგიკურად სააზროვნო ფაზლები, აქსესუარები და სხვა).

11:00 „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე და ორგანიზაციის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში,  ბოლო დროს  მოხის საჯარო სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წამომადგენლები შეხვედრას გეგმავენ სოფელ მოხის საჯარო სკოლის მოსაწვლეებსა და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს.

11:00 დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი მრავალსულიან დევნილ ოჯახს, რომელსაც ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცა დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N23
11:00 უნივერსიტეტის მეექვსე კოპურსში, გაიმართება აუდიტორია 115-ის პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრებენ მოძრაობის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიებზე.
11:00 სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მედიის წარმომადგენლებს  სამინისტროს 2017 წლის პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს  გააცნობს.
ღონისძიება გაიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში (მის: მარშალ გელოვანის გამს.#6ა)
13:00 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2016 წლის მუშაობას შეაჯამებს.
13:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

14.00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოცმუშაკებსა და სამინისტროს პარტნიორ ორგანიზაციებს დააჯილდოებს.

მისამართი-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-8 სართული, შეხვედრების ოთახი, წერეთლის 144,

მასალების გადაბეჭდვის წესი