ახალი ამბები

გია ვოლსკი: უკრაინის დელეგაცია მუდმივად ჩვენი საკითხების წინააღმდეგია

29 დეკემბერი, 2016 • 2149
გია ვოლსკი: უკრაინის დელეგაცია მუდმივად   ჩვენი საკითხების წინააღმდეგია

“უკრაინის დელეგაცია მუდმივად   ჩვენი საკითხების წინააღმდეგია,” – ეს განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გია ვოლსკიმ გააკეთა, სადაც დეპუტატები პარლამენტის  საგარეო პოლიტიკის შესახებ  მომზადებულ რეზოლუციას განიხილავენ.

“ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ მხარს, როცა საქართველოში ადამიანის უფლებებზეა ლაპარაკი და თურმე ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. ამ დელეგაციას ჩვენთვის არაფერი უთხოვია. რეზოლუციას მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ ჩვენ საკითხებს ეხება, ჩვენ გვაინტერესებს,” – აღნიშნა პარლამენტის ვიცესპიკერმა.

მისივე თქმით, საგარეო კურსთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად რაიმე დოკუმენტის მიღება, თუნდაც კონსესუსით, არ სიამოვნებს.

2016 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომას, რომელზეც უკრაინის მხარმდაჭერ 2 რეზოლუციას უყარეს კენჭი, არ დაესწრო.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი – ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, – ხელმძღვანელობს რა საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესებით, – ხელმძღვანელობს რა საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეოპოლიტიკური კურსით, რომლის მიმართ მყარი სახალხო მხარდაჭერა ერთხელ კიდევ გამოიხატა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი