პარლამენტის შენობა, ქუთაისი

პარლამენტმა მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობა დაამტკიცა

დღეს, 29  დეკებერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე  დეპუტატებმა  „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება  96 ხმით მიიღეს.  დადგენილების შესაბამისად, პარლამენტში ათი მუდმივმოქმედი დელეგაცია შეიქმნა.

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE)– თამარ ჩუგოშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე,ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე.
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA)- სოფიო ქაცარავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), არჩილ თალაკვაძე, გიორგი წერეთელი.
  • ევროკავშირი – საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC)- თამარ ხულორდავა (დელეგაციისხელმძღვანელი), ირინე ფრუიძე, ოთარ დანელია, გიორგი მოსიძე, აკაკი ზოიძე, გუგული მაღრაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ნინო გოგუაძე, სალომე სამადაშვილი, ოთარ კახიძე.
  • (EURONEST PA)- თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირინე ფრუიძე, მარიამ ჯაში, ნინო წილოსანი, დიმიტრი ცქიტიშვილი, რომან კაკულია, ლევან კობერიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, სერგი კაპანაძე.
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA)- ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), არჩილ თალაკვაძე, სოფიო ქაცარავა, გიორგი კანდელაკი.
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU)- ირაკლი კობახიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), სოფიო ქაცარავა, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, დავით ბაქრაძე.
  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC)- ოთარ დანელია(დელეგაციის ხელმძღვანელი), ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ნატო ჩხეიძე.
  • დემოკრატიისა და ეკნომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA) – კახაბერ კუჭავა(დელეგაციის ხელმძღვანელი), გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გედევან ფოფხაძე.
  • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (I.A.O.)- ზაქარია ქუცნაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), დიმიტრი ხუნდაძე, ადა მარშანია.
  • ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა (APF)- სალომე ზურაბიშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), გიორგი კახიანი, სალომე სამადაშვილი.

დადგენილებით განისაზღვრა დელეგაციების სათადარიგო შემადგენლობებიც.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.