ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური მხარე აზერბაიჯანის მხრიდან დივერსიაზე და დაღუპული სამხედროების შესახებ აცხადებს

29 დეკემბერი, 2016 • 3687
სომხური მხარე აზერბაიჯანის მხრიდან დივერსიაზე და დაღუპული სამხედროების შესახებ აცხადებს

დღეს, 2016 წლის 29 დეკემბერს, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის მხრიდან დივერსიის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დივერსიის შედეგად უფროსი ლეიტენანტი შავარშ მელიქიანი და რიგითები, ედგარ ნარაიანი და ერიკ აბოვიანი დაიღუპნენ. ასევე, უწყების ინფორმაციით, დაღუპული არიან სამხედროები აზერბაიჯანის მხრიდანაც.

სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანულ მხარეს სომხეთის საზღვარზე, სოფელ ჩინამთან დივერსის მცდელობა ჰქონდა.

სომხური მხარის ოფიციალური ცნობითვე, შეირაღებული დაპირისპირება გრძელდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება აზერბაიჯანულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი