ახალი ამბები

სერგეენკო: პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება

29 დეკემბერი, 2016 • 3841
სერგეენკო: პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა, ასაკიდან და თანამდევი დაავადებებიდან გამომდინარე, იგი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება:

“პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომაროება საბედნიეროდ უმჯობესდება. მე არ მაქვს უფლებამოსილება, კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზოგადი მდგომაროება უმჯობესდება. თუმცა, ასაკიდან და თანამდევი დაავადებებიდან გამომდინარე, მაინც უკიდურესად საყურადღებოა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი