ახალი ამბები

www.statusdonates.ge – ახალი ონლაინ პლატფორმა ქველმოქმედებისთვის

29 დეკემბერი, 2016 • 4341
www.statusdonates.ge – ახალი ონლაინ პლატფორმა ქველმოქმედებისთვის

თიბისი სტატუსი მომხმარებლებისთვის ინოვაციურ საქველმოქმედო პლატფორმას ქმნის. სპეციალური ვებგვერდი  www.statusdonates.ge  მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების, ორგანიზაციების და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ.  ამისთვის, ვებგვერდზე შესვლა, ვიდეო-ისტორიების ნახვა და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, სასურველი რაოდენობის თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.

ახალი პლატფორმის დაფუძნებით, თიბისი ბანკი არსებითად ცვლის საქართველოში ქველმოქმედების სტანდარტებს. საზოგადოების აქტიური  ჩართულობა იმის გარანტიაა, რომ დაფინანსების საჭიროების მქონე პირები თუ პროექტები, მიიღებენ აუცილებელ თანხებს,  რითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება მათი მომავალი.

თიბისი ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი.   ყოველწლიურად თიბისი 4-5 მილიონიან  დაფინანსებას ახორციელებს სხვადასხვა  სოციალური პროექტის, კულტურის, სპორტის თუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების მხარდასაჭერად. 2016 წლიდან თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის მთავარი პარტნიორი გახდა, რითაც გააცხადა სურვილი და მზადყოფნა გრძელვადიანად იზრუნოს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. CSR ინვესტიციების მხრივ, თიბისი ბანკი ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორებიც არიან  Barclays, HSBC და სხვები.

თიბისი ბანკი კვლავაც გააგრძელებს, სხვადასხვა მიმართულებით, სოციალური და კულტურული  პროექტების ხელშეწყობას. აქცენტი განვითარებაზე, მომავალი თაობების აღზრდაზე და მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე კეთდება.

ამასთანავე, თიბისი სტატუსის ახალი პლატფორმის ფარგლებში თავს მოუყრის უამრავ ისტორიას, რომელთა დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლება. თავის მხრივ, თითოეული ამ ისტორიის დაფინანსებაში თიბისი ბანკიც შეიტანს წვლილს, ასევე, ფონდის ადმინისტრირების ხარჯებსაც მთლიანად ბანკი დაფარავს.

პირველ ეტაპზე, ახალი პლატფორმის ეგიდით  სამი პროექტი დაფინანსდება, რისთვისაც საჭირო თანხებს მთლიანად თიბისი სტატუსი გაიღებს.  მხარდაჭერას მიიღებენ:  სოფელ ძეგვში არსებული თავშესაფარი და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნებათ.

თიბისი ბანკის სტატუს მომსახურება, რომელიც არაერთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია,  2017 წელს 10 წლის ხდება.  პერსონალური საბანკო მომსახურება კლიენტებისთვის დროის დაზოგვას და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, ის მთლიანად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი